საქართველოში კორონავირსისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულია 45 ადამიანი. განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
„მინდა გითხრათ, რომ სულ საქართველოში ამ მომენტისთვის დაფიქსირებულია 195 შემთხვევა. მათგან გარდაიცვალა მხოლოდ 3 პაციენტი და გაჯანმრთელდა 45 პაციენტი. მათგან 35 პაციენტი გაჯანმრთელდა ჩვენს საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი სხვა კლინიკებში“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოსი კორონავირუსით ინფიცირების 195 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 3 პაციენტი.